გორში ოთხ ადგილზე სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
5 მარტიდან გორში ოთხ ლოკაციაზე ჩაირთო სიჩქარის მზომი შვიდი სექციური რადარი. კერძოდ:
- ცხინვალის გზატკეცილის N4-დან ცხინვალის გზატკეცილისა და პ. მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);
- ცხინვალის გზატკეცილისა და პ. მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან ცხინვალის გზატკეცილის N4-მდე. ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);
- დავით აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირისა და ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);
- დავით აღმაშენებლის გამზირისა და ი. ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით „ჭკვიანი“ ვიდეოკამერებისა და სიჩქარის მზომი რადარების დამონტაჟება გრძელდება.