LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორთან მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი, მეექვსე მგზავრი გარდაიცვალა

148
BeFunky-collage - 2020-10-30T101332.090

გუშინ გვიან ღამით, გორის ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი, მეექვსე ადამიანი დღეს გარდაიცვალა. პაციენტი მძიმე დაზიანებებით კლინიკა ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 11 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გორთან მომხდარ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა და 11 მძიმედ დაშავდა

თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა.

აღნიშნულ მიკროავტობუსს თბილისში გამართული ენმ-ს აქციის მონაწილეები გადაჰყავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები