LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრანდ ელექტრონიქსი“ გზააბნეულ სეკრეტ-სანტებს საჩუქრების არჩევაში დაეხმარება

134
სტატიის-ქავერი-715x400-NYE

საახალწლო ფუსფუსმა უკვე პიკს მიაღწია. 24 დეკემბრიდან ყველა სავაჭრო ცენტრი, თუ მაღაზია კვლავ გახსნილია და საჩუქრების ყიდვა და შეფუთვაც სწრაფ ტემპში მიმდინარეობს.

თუკი ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტე, რა უნდა აჩუქო ახლობლებს, მაგრამ გჯერა, რომ საჩუქარი საუკეთესო შემთხვევაში სასიამოვნოსთან ერთად, პრაქტიკულიც უნდა იყოს, არჩევანი ტექნიკაზე შეაჩერე. მართლაც, ტექნიკის ჩუქებისას შენ, ფაქტობრივად, ნებისმიერი ადამიანის ტიპისა და გემოვნების დაკმაყოფილებას შეძლებ.

სტუდენტი ან მოსწავლე

თუკი შენს ოჯახში სტუდენტი ან მოსწავლე ცხოვრობს, მაშინ მისთვის იდეალური საჩუქარი მობილურისა და აქსესუარების განყოფილებაში უნდა ეძებო.  პლანშეტი, ყურსასმენი, ტელეფონი ბეჯითად მეცადინეობისთვის ეს ტექნიკა მას აუცილებლად დასჭირდება.

კომფორტის მოყვარული

ვის არ შეეხო ყველაზე მეტად პანდემია? სწორია, იმას, ვისაც ისედაც ძალიან უყვარდა სახლში, კომფორტულ დივანზე, ტელევიზორის წინ სასუსნავებით ხელში ნებივრობა. ამიტომაც, თუკი შენი ოჯახის წევრი, მეგობარი ან საყვარელი ადამიანი ამ კატეგორიას განეკუთნება, ის აუცილებლად იმსახურებს კარგ ტელევიზორს. და, სხვათა შორის, გრანდ ელექტრონიქსში ტელევიზორებზე განსაკუთრებული საახალწლო ფასები მოქმედებს!

მუდამ საქმიანი

თუკი შენი საყვარელი ადამიანი მუდამ დაკავებული და საქმიანია, შეგიძლია ყავის აპარატით გაახარო. ვინ, ვინ, მაგრამ ძალიან ცოტა თუ იტყვის უარს დილის ცხელ, სურნელოვან ყავაზე. მით უმეტეს, ასეთ შემთხვევაში გარანტირებული გექნება, რომ ეს აპარატი მას შენს თავს ყოველ დილით გაახსენებს.

მასტერშეფი

შეიძლება მასტერშეფის კონკურსი არ მოუგია, მაგრამ ეს ადამიანი შენს სანაცნობოში ყველაზე გემრიელად ამზადებს. ასეთი ტიპის ამოცნობა მარტივადაა შესაძლებელი: ვინ დადო თავის მიერ მომზადებული კერძების ყველაზე მეტი ფოტო გაზაფხულის კარანტინის დროს სოციალურ ქსელებში? ვინ ეკითხება რესტორანში მიმტანებს ამა თუ იმ კერძების რეცეპტებს? ვინ იცნობს ქალაქში ყველა „სელებრით“ შეფს? დიახ, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთი ადამიანისთვის მულტისახარში ქვაბი ან აეროგრილი იდეალური საჩუქარი იქნება.

წვეულების ორგანიზატორი

შეიძლება უკვე აღარც კი გახსოვს, მაგრამ 2020 წლამდე ჩვენ ხშირად ვაწყობდით წვეულებებს და სახლში მეგობრებს ვეპატიჟებოდით. ეს ხუმრობით, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ასეთი ადამიანი სამეგობროში ყველას აუცილებლად გვყავს. აბა, სხვას ვის არ დაეზარებოდა ყველასთვის ჩამორეკვა; დროისა და ადგილის შეთანხმება; ან, სულაც, საკუთარი სახლის დათმობა მეგობრული თავშეყრისათვის? დროა, ასეთ თავდადებულ და დაუზარელ მეგობარს მადლობა გადაუხადო და ფრის აპარატი აჩუქო. ცხადია, აქ შენი მზაკვრული გათვლებიც გამოჩნდება: პანდემია, ადრე თუ გვიან, გადაივლის, შენ და შენს დანარჩენ მეგობრებს კი იდეალური მიზეზი გექნებათ მასთან მისასვლელად. იქნება ეს ფეხბურთის მატჩისა თუ საყვარელი სერიალის ბოლო სეზონის ბოლო სერიის ერთად, დიდ ეკრანზე ყურება, კარტოფილი ფრი და სასმელები თქვენი შეკრების განუყრელი ნაწილი გახდება.

დანარჩენ იდეებს კი ტექნიკის მაღაზიათა ქსელის „გრანდ ელექტრონიქსის“ ხუთივე ფილიალის ექსპერტ-კონსულტანტები სიამოვნებით მოგაწვდიან. მათ ხომ საახალწლო ელფების როლიც გადასარევად მოირგეს და ყველას, ვინც საჩუქრებს „გრანდ ელექტრონიქსში“ ეძებს, მათ შერჩევაში ეხმარებიან. გარდა ამისა, საჩუქრების შერჩევასა და შეძენას 24/7-ზე ვებგვერდის საშუალებითაც შეძლებ. „გრანდის“ კურიერები მათ თბილისის მასშტაბით უფასოდ მოგართმევენ. გარდა ამისა, ვებგვერდზე განსაკუთრებულ ფასდაკლებებსაც აუცილებლად აღმოაჩენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g