LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GranTurismo Sport-ის საკოლექციო ნაკრებში ნამდვილი Mazda MX-5 შევიდა

94

კომპანიების, Sony-სა და Mazda-ს ტაივანურმა განყოფილებამ სარბოლო სიმულატორის, GranTurismo Sport-ის საიუბილეო გამოცემა გამოუშვა. კომპლექტში Mazda MX-5-ის სპეციალური ვერსია შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Mazda-ს ტაივანის ოფისის “ფეისბუქ” გევრდი ავრცელებს.

უნიკალური გამოცემის მყიდველს, რომლის ფასიც 1 398 000 ტაივანური დოლარია, ვირტუალური რეალობის სათვალე PlayStation VR Goggles ერგო, რომელსაც ონლაინსერვის PS Plus-ის ერთ წლიანი გამოწერა მოყვება. გარდა ამისა, კომპლექტში შედის 65 დიუიმიანი 4K ტელევიზორი Sony-სგან, პროფესიონალური სარბოლო სავარძელი Apiga AP1, სათამაშო საჭე და Thrustmaster T-GT-ის სატერფულები, კონსოლი PS4, GranTurismo Sport-ის სათამაშო დისკი და Mazda MX-5.

სერიული ვერსიისგან საკოლექციო როდსტერი კაპოტზე გამოსახული სარბოლო ზოლებითა და სახურავზე განთავსებული საბარგულით გამოირჩევა, გვერდებზე კი სტილიზებული ლოგოტიპი GranTurismo აქვს დატანილი.

ნაკრები მხოლოდ ერთადერთ ეგზემპლარად გამოვიდა და ის უცნობმა კოლექციონერმა შეიძინა.

სარბოლო სიმულატორის, GranTurismo Sport-ის ოფიციალური პრეზენტაცია დღეს შედგება. მოთამაშეებს 160 ავტომობილის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, მათ შორის სარბოლო, საგზაო პროტოტიპები და Vision Gran Turismo-ს კონცეპტ ქარები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები