LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GRASS-ში ელექტროენერგიის ტარიფების სუბსიდირების ალტერნატივად ფულადი კომპენსაციის გადაცემას განიხილავენ

80

ელექტროენერგიის მოხმარებისა და ფასების ზრდასთან ერთად სუბსიდირებული თანხის ოდენობა გაიზრდება, რაც ბიუჯეტისთვის დამატებითი ტვირთი იქნება, –  ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” კვლევაში.

კვლევაში ”საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების ტენდენციები და ელექტროენერგიის ტარიფები” აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის მოთხოვნა ზრდის ტენდენციით ხასიათდება და შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ტარიფების სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად გაიზრდება.

ანგარიშის მიხედვით, ელექტროენერგიის ტარიფები სუბსიდირებულია ”კახეთის ენერგოდისტრიბუციის” იმ აბონენტებისთვისაც, რომლებიც საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 301 კვტ-სთზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ. სუბსიდიის თანხა 101 კვტ-სთმდე მოხმარებული ელექტროენერგიისთვის 1კვტ-სთზე 4.04 თეთრს შეადგენს, ხოლო 101-301 კვტ-სთ მოხმარებისთვის ეს თანხა 3.54 თეთრია. 2014 წელს კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 17%-ით გაიზარდა, ხოლო საყოფაცხოვრებო მოხმარება 15%-ით არის გაზრდილი, რაც სუბსიდიის მოცულობაზეც აისახა.

”2014 წლის იანვარში კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის ტარიფების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 2.5 მლნ ლარი გამოიყო, თუმცა, აგვისტოში ამ თანხის მოცულობის 4.1 მლნ ლარამდე გაზრდა გახდა საჭირო, ხოლო ნოემბერში სუბსიდირებისთვის გათვალისწინებული ხარჯი კიდევ ერთხელ, 4.3 მლნ ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ ტარიფების პირდაპირი სუბსიდირება არ გვაძლევს სუბსიდიის მოცულობის ზუსტი პროგნოზირების საშუალებას, რაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დამატებითი რისკია”,- ნათქვამია კველავაში.

მოკლევადიან პერიოდში ელექტროენერგიის ტარიფების პირდაპირი სუბსიდირების ალტერნატივად კვლევის ავტორები სოციალურად დაუცველი მოსახელობისთვის ფულადი კომპენსაციის გადაცემას განიხილავენ.

”ამის შემდეგ ოჯახი თავად განსაზღვრავს, თუ როგორ გადაანაწილოს სახსრები სხვადასხვა პროდუქციასა და მომსახურებას შორის. გრძელვადიან პერიოდში კი გამოსავალი მოსახლეობის შემოსავლების ზრდის შედეგად სოციალურად დაუცველთა რიცხვის შემცირებაში უნდა ვეძებოთ”,- აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g