LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრძელდება საგანგებო რეჟიმში მუშაობა, მობილიზებულია სპეცტექნიკა, შექმნილია დისლოკაციის 6 ადგილი“ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

141
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო ძალებთან და სხვა ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას“, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გურიის რეგიონში შექმნილია დისლოკაციის 6 ადგილი. დისლოკაციის ადგილებზე განთავსებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შტაბები, სადაც მეხანძრე-მაშველებთან ერთად თავდაცვის, ასევე საპოლიციო ძალებისა და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სპეცტექნიკა.

ამირან გოგიტიძე: „ყველა პაციენტთან მივდივართ და ვაკმაყოფილებთ იმ სამედიცინო საჭიროებებს, რაც უდგას ჩვენს მოსახლეობას“

„აღნიშნული შტაბებში ხორციელდება დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, როგორც სამაშველო ოპერაციების დაგეგმვა – განხორციელება, ასევე სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებთან ადგილზე მისვლა.

მეხანძრე-მაშველებმა, საპოლიციო ძალებთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ურთულეს რელიეფურ პირობებში არაერთ მოქალაქეს გაუწიეს დახმარება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე: ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა – ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო ძალებთან და სხვა…

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025
magti 5g