iTunes-ზე Green Day-ს ახალი სიმღერა „Revolution Radio” გამოჩნდა. სიმღერის მოსმენა სოციალურ ქსელებში უკვე შესაძლებელია და ის ჯგუფის რიგით მეთორმეტე, ამავე სახელწოდების მქონე ალბომში შევა, რომლის რელიზიც 7 ოქტომბერს შედგება.
ცოტა ხნის წინ, ბენდმა სინგლი „Bang Bang“ გამოუშვა, რომელიც კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს. ნამუშევარი ამერიკული და ბრიტანული როკ-ჩარტების მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდა.