გრეგორი ლეპსის შვილი ინგა მოსკოვში დაბრუნდა. ის რამდენიმე წელია ნიუ-ორკში ცხოვრობს და მთელი ამ ხნის განმავლობაში მამა შვილს ერთმანეთ არ უნახავთ.
გუშინ ინგა და გრეგორი როგორც იქნა შეხვდნენ. როგორც ირკვევა ინგა წლის ბოლომდე აპირებს მამასთან დარჩენას, ამ დროის განმავლობაში კი ის საქართველოსაც ესტუმრება ბებიისა და დეიდის სანახავად.
შეგახსენებთ, რომ გრეგორი ლეპსი ხშირად საუბრობდა იმაზე, თუ როგორ ენატრებოდა შვილი. თუმცა, როგორც იქნა 2 წლის განშორების შემდეგ მამა-შვილი კვლავ ერთად არიან.