აღსანიშნავია, რომ ამ უნიკალური ხილისგან დამზადებული ზეთი ადამიანის განწყობაზე პოზიტიურად მოქმედებს, ასევე ერთი ცალი გრეიფრუტში შემავალი С ვიტამინი დღის მანძილზე გაციებისგან გიცავთ და პლუს ამას, ის უგემრიელეს დესერტს წარმოადგენს. მოდით ვისწავლოთ ოთხი უმარტივესი კერძის მომზადება, რომლის ინგრედიენტებს შორის წამყვანი სწორედ ეს ციტრუსია. თანაც ცნობილია, რომ გრეიფრუტი საგრძნობლად უწყობს ხელს წონაში კლების პორცესს.
გრეიფრუტის სალათი ნივრითა და ბოლოკით
გრეიფრუტი დაჭერით თანაბარ ნაჭრებად. ცალკე მოამზადეთ სალათის ფოთლები, დაჭერით ნახევარი ხახვი და ნიორი, ასეევე დაამატეთ წვრილად დაჭრილი 3 ცალი ბოლოკი. მიღებულ მასას მოასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და დაალაგეთ ზემოთ დაჭრილი გრეიფრუტი.
გრეიფრუტის სალათი პიტნით
გრეიფრუტი დაჭერით თანაბარ ნაჭრებად. ცალკე მოამზადეთ სალათის ფოთლები, რომელსაც დაუმატებთ ხახვს , ნიორსა და ბოლოკს, ხოლო მიღებულ მასას შეაზავებთ პიტნის ფოთლებს, ამას დაემატება 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და სალათი მზადაა.
გრეიფრუტი პიკო-დელ-გალოს სოუსითა და თევზით
გრეიფრუტის დაჭრილ რბილი ნაჭრებს უნდა დაუმატოთ ქინძი და წიწაკა, რომელიც ასევე წვრილადაა დაჭრილი. ცალკე აიღეთ თევზის ფილე, რომელიც 2 სანტიმეტრის სიდიდის ნაჭრებად იქნება დაჭრილი და შეწვით ზეითუნის ზეთში, ოღონდ ისე, რომ შეიბრაწოს თევზის ორივე მხარე. მოათავსეთ შემწვარი ფილე პურის ლავაშში, დაუმატეთ ზემოთხსენებული მასა, პლუს ავოკადო და წითელი კომბოსტო.
გრეიფრუტის მუსი
ერთმანეთში აურიეთ ნახევარი ჭიქა გრეიფრუტის და ლიმნის წვენი, დაუმატეთ 3 კოვზი შაქარი და 2 კვერცხის ცილა. არსებული მასა გათქვიფეთ. ამას დაუმატეთ მცენარეული ზეთი და გააგრძელეთ თქვეფა. მიღებული მასა მოათავსეთ ცეცხლზე და შეათბეთ 5 წუთის მანძილზე. დაამატეთ 200 გრამი ხაჭო და მოათავსეთ მაცივარში 2 საათით. მიღებული მასა მოათავსეთ ჭიქაში და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა იოგურტი. შეგიძლაით მიღებულ მასას მოაყაროთ თხილი ან ნიგოზი გემოვნებით.