LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრეის ანატომიაში“ კიდევ ერთი გარდაცვლილი პერსონაჟი დააბრუნეს – ვინ იქნება შემდეგი

330
graisanatomi20945

ცნობილი ხდება, რომ „გრეის ანატომიის“ მორიგ ეპიზოდში კიდევ ერთი, სერიალიდან წასული პერსონაჟი გამოჩნდება. ექიმ მერედიტ გრეის „მისტიკურ კუნძულზე“ მაყურებელი კიდევ ერთ პერსონაჟს იხილავს, რომელიც მერვე სეზონში გარდაიცვალა. საუბარია მერიდიტის ნახევარდაზე, ლექსი გრეიზე, რომელიც ქირურგიის დეპარტამენტის რეზიდენტი გახლდათ. ის სერიალში მესამე სეზონში გამოჩნდა და მერვე სეზონამდე იყო ანუ იქამდე, სანამ სიუჟეტის მიხედვით ის ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა.

,,მისტიკური კუნძული” ადგილია, სადაც მერიდიტ გრეი კოვიდით ინფიცირების დროს აღმოჩნდება. ის სიზმარში ძველ კოლეგებსა და მეგობრებს ხვდება, რომლებიც სხვადასხვა დროს დაკარგა. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი სერიალში პატრიკ დემპსის გამოჩენამ გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები