31 წლის შარლოტა კაზირაგისა და 36 წლის დიმიტრი რასამის ნიშნობის შესახებ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გახდა ცნობილი. ამ დრომდე მონაკოს სამეფო ოჯახში არაფერს ამბობდნენ გრეის კელის შვილიშვილისა და მსახიობ კაროლ ბუკეს ვაჟის ქორწინებაზე. ამჯერად კი მონაკოში გამართულ ყოველწლიურ მეჯლისზე წყვილი ერთად გამოჩნდა, ამავე დროს შარლოტას უზარმაზარი ნიშნობის ბეჭედი ეკეთა, რამაც მოარული ჭორები დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ შარლოტა კაზირაგი ცნობილი ბიზნესმენის, სტეფანო კაზირაგისა და გრეის კელის უფროსი ქალიშვილის, პრინცესა კაროლინას შვილია. ის მონაკოს ტახტის მეკვიდრეთა შორის მერვე ადგილზეა.
საინტერესოა, რომ წყვილისთვის ეს პირველი ქორწინება არაა. შარლოტა კაზირაგის პირველი ქორწინებიდან 4 წლის ვაჟი ჰყავს, ხოლო დიმიტრი რასამს 7 წლის ქალიშვილი.