მონაკოს პრინცესა ალექსანდრა, რომელიც პრინცესა კაროლინას ქალიშვილია, პირველ ინტერვიუს დათანხმდა. პრინცესა ალექსანდრას თქმით, ის საგულდაგულოდ ცდილობდა არ ესაუბრა პირად ცხოვრებაზე, თუმცა, ამის დრო მოვიდა. გრეის კელის შვილიშვილი და მონაკოს 20 წლის პრინცესა ამჯერად ცნობილი მოდური ჟურნალის „ტელვას“ გარეკანისთვის პოზირებს.
პრინცესა ალექსანდრამ პირველად ისაუბრა თავის საყვარელ საქმიანობაზე. მისი ფოტოსესია პანდემიის დაწყებამდე, პარიზში შედგა. ფოტოებზე ალექსანდრა თეთრი ბლუზითა და შლაპით პოზირებს.