LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გრემი 2023-ის” გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — ნახეთ სია

336
Untitled.pngsdfsdf

ლოს-ანჯელესში, „გრემის“ რიგით 65-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საღამოს წამყვანი ტრევორ ნოა გახლდათ. „წლის ალბომის“ კატეგორიაში გამარჯვება ჰარი სტაილსის ნამუშევარმა Harry’s House მოიპოვა.  ბიონსემ კატეგორიებში: „საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომი“, „საუკეთესო R&B სიმღერა, „საუკეთესო საცეკვაო კომპოზიცია“, „საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულება“ მოიპოვა გამარჯვება და ჯამში 32 ჯილდოთი, რეკორდსმენი გახდა.

„საუკეთესო პოპ-დუეტად“ სემ სმიტისა და კიმ პეტრასის Unholy დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ პეტრასი პირველი ტრანსგენდერი ქალი გახდა, ვინც ეს ჯილდო მოიპოვა. ლიზომ ნომინაციაში „წლის ჩანაწერი“ კომპოზიციისთვის About Damn Time გაიმარჯვა. „წლის სიმღერის“ ჯილდო  ბონი რაიტს ხვდა წილად სიმღერისთვის Just Like That.

სრული სია ნახეთ აქ

„გრემი“ 2023-ის ნომინანტები ცნობილია – ბიონსე 9 ნომინაციით ტრიუმფისთვის ემზადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები