,,გრემის” ნომინანტები 7 დეკემბერს დასახელდებიან. საინტერესოა, რომ 84 კატეგორიაში წარდგენილთა ვინაობა ცნობილი 5 დეკემბერს უნდა გამხდარიყო, თუმცა პრეზენტაცია 2 დღით გადაიდო.
თარიღის ცვლილების მიზეზად, ამერიკის შეერთებული შტატების ექს-პრეზიდეტის, უფროსი ჯორჯ ბუშის გარდაცვალება დასახელდა.
ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ გაავრცელა.
Due to the scheduled memorial services for former President George H.W. Bush, the 61st GRAMMY Awards® nominations will now be announced on Friday, Dec. 7 at 8:30am ET. #GRAMMYs
— Recording Academy / GRAMMYs (@RecordingAcad) December 3, 2018
შეგახსენებთ, რომ პრესტიჟული დაჯილდოების ძირითად ოთხ ნომინაციაში – ,,წლის ჩანაწერის”, ,,წლის ალბომის”, ,,წლის სიმღერისა” და ,,საუკეთესო ახალი შემსრულებლის”, კონკურსანტთა რაოდენობა ხუთიდან რვამდე გაიზარდა.
61-ე ცერემონიალს ლოს-ანჯელესი, 10 თებერვალს უმასპინძლებს.