რამდენიმე საათის წინ, ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ, ,,გრემის” დაჯილდოების რიგით 61-ე ცერემონიალის წამყვანი დაასახელა. გაირკვა, რომ წლევანდელ საღამოს 15 გრამოფონის მფლობელი, ალიშა ქისი წარუძღვება.
ინფორმაცია ,,დიდი სიახლის” შესახებ თავად ამერიკელმა შემსრულებელმაც გააზიარა.
View this post on Instagram
BIG news…. ??? (check my story)
A post shared by Alicia Keys (@aliciakeys) on
ამასთან, 37 წლის ვარსკვლავმა Youtube-ის ოფიციალურ არხზე ღონისძიების საიმიჯო კამპანიის მზადების პროცესი გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ 61-ე ,,გრემი’’ 10 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.