LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ ლილუაშვილი – არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში – თავშესაფარი არ გვიშველის, ამიტომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ

3937
liliashvili grigoli

არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში – ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ხელმძღვანელობით შექმნილია სპეციალური სამოქმედო გეგმა.

“არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენს ქვეყანას არ ვგულისხმობ, ირგვლივ რეგიონს ვგულისხმობ.

მთავრობის ხელმძღვანელობით, მისი მორეაგირე უწყებების მონაწილეობით, მათ შორის, ჩვენი სამსახურის, შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, თითოეულ უწყებას გაწერილი აქვს სცენარი, მოქმედების გეგმა, რომელიც ამ შემთხვევაში, მოგვიწევს, მოქმედებაში მოვიყვანოთ. 100 პროცენტიანი დაზღვევა, ამის მავნე გავლენას ვგულისხმობ, საქართველოს კი არა, უდგას ძალიან ბევრ ქვეყანას რეგიონში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებს.

გაწერილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების მარაგების განაწილება მოსახლეობაზე, მკურნალობა, მათ შორის, სასწრაფო დახმარების გაწევის სქემა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დიდი გამოცდილება კოვიდის დროს მივიღეთ. თავშესაფრების გამოყოფაც მათ შორის, თუმცა, ეს აქტუალური ხდება მაშინ, თუკი ღმერთმა დაგვიფაროს, პირდაპირი დარტყმა ხდება. თავშესაფარი არ გვიშველის მაგ შემთხვევაში. ამიტომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g