LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრიგოლ ლილუაშვილს ფოტოსესიის დღე აქვს“ – გოგაშვილის სახლში გამომძიებლები და ექსპერტები მივიდნენ

88
Untitled design (4)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, დაკავებული სოსო გოგაშვილის სახლში გამომძიებლები მივიდნენ.

ამის შესახებ გოგაშვილის შვილმა, ნინი გოგაშვილმა განაცხადა და სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა.

როგორც ნინო გოგაშვილი ამბობს, „გრიგოლ ლილუაშვილს ფოტოსესიის დღე აქვს და მათ სახლში სუსის თანამშრომლები არიან მისულები:

„ძალიან შიშის ქვეშ იმყოფება ლილუაშვილი და ასე აგზავნის 40 კაცს ექსპერტებთან და გამომძიებლებთან ერთად. 4 ექსპერტია და სუსის ორი თანამშრომელი.

უნდა დაათვალიერონ სახლში, აზომვა განახორციელონ და ფოტოები გადაუღონ“, – თქვა გოგაშვილმა ფეისბუქლაივში.

მოგვიანებით მან მედიასთან აღნიშნა, რომ გამომძიებლებმა ფოტოები სხვადასხვა ადგილას გადაიღეს, მათ შორის, აბაზანაშიც:

„სასაქონლო ექსპერტიზას ატარებენ და აზომვებს ახორციელებენ, ფოტოები გადაიღეს და გამომძიებლებიც აქ არიან, სამხარაულის ექსპერტიზის 4 ექსპერტი და 2 გამომძიებელია. „შტეფსელები“, „პლინტუსები“ გაზომეს, სადაც შპალერია გაკეთებულია ის ადგილიც, იატაკიც. ფოტოები გადაიღეს სხვადასხვა ადგილას, აბაზანაშიც.

კიდევ აღწერეს, გათბობის რამდენი რადიატორია სახლში, კონდიციონერი რომ გვაქვს, ესეც დააფიქსირეს“, – განაცხადა ნინი გოგაშვილმა.

რამდენიმე საათის წინ ნინი გოგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახლში სუსის ორ გამომძიებელს და სამხარაულის ექსპერტს ელოდებოდნენ:

„დღეს, 21 ოქტომბერს, 11:00-დან 11:30 საათამდე ველოდებით სუსის ორ გამომძიებელს და სამხარაულის ექსპერტს.

ბოლო ვიზიტის დროს, როგორც იცით, მათ არ ჰქონდათ სასამართლო განჩინება ან შესაბამისი დოკუმენტი, მაგრამ მოიპოვეს და დღეს წარმოგვიდგენენ, ასევე ამ დღეს ლამის დედაჩემის სიცოცხლე შეეწირა მათ უკანონობას და ვერ შეძლეს თავისი საქმიანობის შესრულება, ამიტომ დღეს ველოდებით, რომ გადაიღონ ფოტოები ჩვენს სახლში“, – დაწერა გოგაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g