LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპის შემთხვევების მატება დაიწყება და პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს, ეს ძალიან საგანგაშო პერიოდია: ჩხაიძე

57
ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ გრიპის შემთხვევები მოიმატებს და საგანგაშო, პიკის პერიოდი დეკემბერ-იანვარი იქნება.

ამის შესახებ ჩხაიძემ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზზე დაყრდნობით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანმოსგან ყველა ქვეყანას მიღებული აქვს გაფრთხილება, რომ წელს გრიპის გაცილებით მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე 2020 წელს.

ივანე ჩხაიძე ასევე აცხადებს, რომ წელს ძალიან დაბალი იქნება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც გრიპის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი აქვთ:

“პრაქტიკულად, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა, რაც ძალიან ცუდია. ჩვენი მოლოდინი, რომ ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდებოდა, ჯერ მოლოდინად რჩება. 60 წელს გადაცილებულთა ფინანსური დაინტერესების და “მწვანე პასპორტების” ამოქმედების მიუხედავად, ჯერ უცვლელი რჩება ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა.

ამ ორ ფაქტს კიდევ უფრო ამძაფრებს ის პერიოდი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი ის თვეებია, როდესაც პირველად გამოჩნდება ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის შემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი დაიწყება, რაც პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს.

ყველა ქვეყანას გვაქვს მიღებული ჯანმო-ს მიერ გაფრთხილება, რომ წელს გრიპის შემთხვევები გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე 2020 წელს. ასევე ძალიან დაბალი იქნება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც გარკვეული იმუნიტეტი აქვთ გრიპის მიმართ.

დეკემბერი და იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია, როგორც პანდემიის მიმდინარეობის, ასევე გრიპის შემთხვევების მატების თვალსაზრისით.” – განაცხადა ჩხაიძემ.

რატომ არის განსაკუთრებით სახიფათო გრიპის ვირუსი კოვიდპანდემიის დროს – ტვინდემიის რისკები, გრიპის სეზონური ვაქცინაციის მნიშვნელობა და რჩევები – როგორ განვასხვავოთ გრიპი და კოვიდ-19 ერთმანეთისგან, წაიკითხავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ, გრიპის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში მომზადებულ სტატიაში:

რატომ არის განსაკუთრებულად საყურადღებო გრიპის ვირუსი წელს და რამდენად უსაფრთხოა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g