LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპით დაავადებისა და ექიმთან მიმართვიანობის ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია

53

ქვეყნის მასშტაბით, გრიპით დაავადებისა და ექიმთან მიმართვიანობის ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

“დაავადებების და მიმართვიანობის ზრდის ტემპი, საბედნიეროდ, საგრძნობლად არის შემცირებული, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ალბათ, უახლოესი პერიოდის განმავლობაში გვექნება გარდატეხა და მნიშვნელოვანი შემცირებისკენ წავალთ”, – აღნიშნა მინისტრმა.

სერგეენკოს თქმით, გარდაცვალების თითოეული შემთხვევა ტრაგედიაა, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.

საქართველოში H1N1-ის ვირუსით ამ სეზონზე შვიდი, ხოლო H3N2 გრიპის ვირუსით ერთი ადამიანია გარდაცვლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g