LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გროზნოში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო

115

გროზნოში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ინფორმაცია ამის შესახებ ისლამისტებთან დაკავშირებულმა სააგენტო „ამაქმა“ გაავრცელა, თუმცა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ISIS-ის მებრძოლები არ იმყოფებიან.

რამზან კადიროვის მტკიცებით, თავდამსხმელებმა ბრძანება ევროპისა და დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები პირებისგან მიიღეს.

2 ჩეჩენი და 1 ინგუშეთის მცხოვრები გროზნოში მდებარე ეკლესიას 2 დღის წინ დაესხა თავს, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა. სპეცოპერაციის შედეგად, სამივე თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g