LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთავაზობ კახი, იმის გასარკვევად, რას ფიქრობს ხალხი ჩემზე და შენზე, გავიდეთ, ჩავსხდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში – იქნებ, შენივე ყურით მოისმინო“ – გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს 

154
Untitled design (71)

„უზრდელობა უვიცების მახასიათებელია და უვიცობაში ვერ შეგეჯიბრები – კითხვა არ გიყვარს კახი, ამიტომ წამოგიღე ფოტო, რომელიც „სისტრამ“ გააკეთა და მოგცა რეკომენდაცია, რომ ორი სამანქანო ზოლი უნდა იყოს და „ბასლაინი.“ რომელი ქუჩა შეესაბამება ამ ვერსიას?!“ – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ, თბილისის მერ კახა კალაძეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

ვაშაძე კალაძეს სთავაზობს, საღამოს, 18:00 საათზე, ქუჩაში ერთად გავიდნენ და გაიგონ, რას ფიქრობს მათზე და არსებულ პრობლემებზე ხალხი.

მისივე თქმით, მზად არის მისთვის სასურველ ნებისმიერ ტელეარხზე დასხდნენ და ისაუბრონ „სისტრას“ რეკომენდაციებზე.

„რას ფიქრობს ხალხი ჩემზე და შენზე რომ გავარკვიოთ, როცა შენ გინდა, დღეს ან ხვალ, 18:00 საათზე გავიდეთ ქალაქში, დავდგეთ იმ ადგილზე, სადაც შენ შექმენი მართლაც სატრანსპორტო კოლაფსი.

თუ გინდა ჩავსხდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ გინდა გავესაუბროთ ხალხს და გავარკვიოთ, რას ფიქრობენ თბილისში მაცხოვრებლები შენზე და ჩემზე.

კახა კალაძე: „გიორგი ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ“

ამ განცხადებით კალაძემ ვაშაძეს უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის დროს თბილისის მერია „სისტრას ჯგუფის“ მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

მე მგონი, კარგი იქნება, შენივე ყურით მოისმინო, რა წარმოდგენის არის შენზე ხალხი.

ახლა რაც შეეხება თბილისში არსებულ სატრანსპორტო კოლაფსს, რომელსაც უნდა დავარქვათ „კალაძის საცობები,“ რომელიც არის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე მანქანებით გადაადგილების დროს:

ფოტოს გაჩვენებ, რადგან კითხვა არ გიყვარს, ან არ იცი! წაგიკითხავ „სისტრას“ მიერ გაკეთებულ რეკომენდაციას, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტაციაშია მოცემული: „მინიმალური შეზღუდვა სამანქანო მოძრაობისთვის – ყოველთვის შესაძლებელი უნდა იყოს სულ მცირე ორი სამანქანო ზოლი თითოეული მიმართულებით.“

მე კითხვას ვსვამ, სად არის ეს: ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულსა და წერეთელზე, ან სხვა მიმართულებებზე, სადაც „ბასლაინებს“ აკეთებთ? „ბასლაინების“ წინააღმდეგი კი არ ვართ, პირიქით, მომხრე ვართ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს გამართული და ამას სჭირდება სისტემური მიდგომა.

კახი, 2017 წელს, შენთან ერთად დებატებში ვიდექით, სადაც ვამბობდი, რომ ქალაქს სჭირდება სისტემური, სწორი მენეჯმენტი და მართვა იმისთვის, რომ კოლაფსი არ იყოს ქალაქში.

„სა­ცობ­მა შე­ჭა­მა ეს ქა­ლა­ქი. „გა­და­ჯე­ქი ავ­ტო­ბუს­შიო“ და ად­გი­ლი არ არის, „გა­და­ჯე­ქი მეტ­რო­შიო“ და ად­გი­ლი არ არის. ეს ცხოვ­რე­ბაა? კა­ტას­ტრო­ფაა“ – ვაშაძე კალაძეს მიმართავს

დღეს ჩვენ გვაქვს სატრანსპორტო კოლაფსი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამშენებლო სექტორში, რაც გამოწვეულია შენი კორუფციული ქმედებებით. თუ ქუჩაში ხალხთან არ გამომყვები, ნებისმიერ დროს, მზად ვარ, შენთვის სასურველ ტელეარხზე, მაგალითად „იმედზე,“ „რუსთავი 2“-ზე, სადაც შენ თავს კომფორტულად გრძნობ, დავსხდეთ და ხალხის თვალწინ გავარჩიოთ ყველა რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა იმართებოდეს სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქში,“ – განაცხადა ვაშაძემ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, თბილისის მერია ზედმიწევნით მიყვება ჩვენ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს“ – „სისტრა ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g