LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთხოვთ, დაგვეხმარეთ, რომ ჯანმრთელი დავუბრუნოთ 9 წლის შვილს“ – 33 წლის ირაკლი ვაშაყმაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

544
ირაკლი ვაშაყმაძე

მომღერალი ნეკა სებისკვერაძე საზოგადოებას 33 წლის ირაკლი ვაშაყმაძის დახმარების თხოვნით მიმართავს. როგორც ირკვევა, მას მწვავე მიელოიდური ლეიკემია დაუდგინდა და დღეს თურქეთში იწყებს ქიმიოთერაპიის პირველ კურსს.

33 წლის მამაკაცის სიცოცხლის გადასარჩენად 200 000 დოლარია საჭირო.

„მეგობრებო, არაჩველებრივ ადამიანს, 33 წლის ირაკლი ვაშაყმაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება.

მას დაუდგინდა მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML – Acute Myeloid Leukemia). ირაკლი თურქეთშია და დღეს იწყებს ქიმიოთერაპიის პირველ კურსს.

გამოჯანმრთელებისთვის შესაგროვებელია $200 000

მკურნალობა მხოლოდ ოჯახისა და მეგობრების სახსრებით მიმდინარეობს და ძალიან გვჭირდება თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა. ნებისმიერი ლარი უმნიშვნელოვანესია!

გთხოვთ, დაგვეხმარეთ, რომ ჯანმრთელი დავუბრუნოთ 9 წლის შვილს

მიმღები: თინათინ ამირეჯიბი (მეუღლე)

თიბისი: #GE51TB7145345061100072 (₾, $, €)

საქ.ბანკი: #GE88BG0000000823222900 (₾, $, €)

PayPal: [email protected] (უცხოეთიდან გადმოსარიცხად)“

მეგობრებო, არაჩველებრივ ადამიანს, 33 წლის ირაკლი ვაშაყმაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება. 🙏🏼 მას დაუდგინდა მწვავე…

Posted by Neka Sebiskveradze on კვირა, 21 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g