თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების ჩართვას ითხოვს. გარდაცვლილი გოგოს დედამ, თეონა თამაზაშვილმა გუშინ, სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დღეს ამერიკის წარმომადგენლობასთან ტრანსფარანტებით ხელში შეკრებას აპირებენ.
თეონა თამაზაშვილი მოსახლეობას მხარდაჭერას სთხოვს და აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
“მეგობრებო, ახლობლებო და გულშემატკივრებო!!! დღის 12 საათზე, ამერიკის საელჩოსთან ჩატარდება აქცია, სადაც მოვითხოვთ გამოძიებაში უშუალოდ FBI-ს ჩართვას. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ მობრძანდეთ და გვერდში დაგვიდგეთ.
გაავრცელეთ პოსტი მაქსიმალურად !!!”
შეგახსენებთ, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და გოგონას თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავს.
საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა
ამასთან, როგორც “ფორტუნას” თეონა თამაზიშვილმა განუცხადა, თხოვნის მიუხედავად პრემიერ-მინისტრი მათ არ შეხვდა.
გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუ პატივს დამდებს – ბაჩალიაშვილის დედა