გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდებიან. ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ასევე ითხოვს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც.
“გახარიასთან მინდა შეხვედრა თუ პატივს დამდებს და შემხვდება. გადმოცემით ვიცი, ამ კაცმა თქვა, რომ ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმეები უნდა იყოს გამოძიებული. უშუალოდ მისგან მინდა გავიგო რას მეტყვის”. – თქვა თეონა თამაზაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება 29 ივლისს გადაეცა ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტს. მანამდე ბაჩალიაშვილის საქმეს იძიებდა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი, რომელსაც გარდაცვლილი გოგონას ოჯახი უნდობლობას უცხადებდა.
“5-6 თვის წინ მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო” – ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში