LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

300
57807097.png

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა სოციალურ ქსელში პროგრამისტებს მიმართავს და სთხოვს
მისი შვილის მკვლელის პოვნაში დაეხმარონ.

“პროგრამისტებს ყველა ქვეყნისა მოგიწოდებთ!!!გაერთიანდეთ და ჩემი უმანკო გოგონას მკვლელების საპოვნელად დამეხმაროთ რითიც შეგიძლიათ და მოიპოვოთ კომპრომატები.”- წერს თეონა თამაზაშვილი.

“ჩემს თვალზე ცრემლს თუ დაინახავდა, გიჟდებოდა ხოლმე… თავს არ მოიკლავდა, არ გამიმეტებდა ასე” – გარდაცვლილი პროგრამისტის დედა “ფორტუნასთან” საუბრობს

“5-6 თვის წინ მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო” – ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში

საუბარია გუშინ, ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მის მიერ საიდუმლო ფაილების გახსნას უკავშირდება.

ფორმულა ამბობს, რომ 23 წლის პროგრამისტმა ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას, ოღონდ არა კომპანია ზეგ-ში, გახსნა ფაილები, რის შემდეგაც მას ემუქრებოდნენ. მათივე განცხადებით, საუბარია სამ ვიდეოზე, რომელიც სამი ქართველი მაღალჩინოსნის კომპრომატია.

ტელეკომპანია ამბობს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებისას ეყრდნობა წყაროს საგამოძიებო უწყებაში.

 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება 29 ივლისს გადაეცა ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტს. მანამდე ბაჩალიაშვილის საქმეს იძიებდა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი, რომელსაც გარდაცვლილი გოგონას ოჯახი უნდობლობას უცხადებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g