LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“5-6 თვის წინ მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო” – ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში

365
BeFunky-collage (7)

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ელექტროშოკს ატარებდა. ამის შესახებ მან გადაცემაში „პოლიტმეტრი“ ისაუბრა.

დედა ვარაუდობს, რომ ელექტროშოკი გარდაცვლილს მანქანაში უნდა ჰქონოდა.

„მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი თუ შეგიძლია მიშოვოო. მამამისმა მოუტანა და რამდენადაც ვიცი ატარებდა. ზუსტად ვერ ვიტყვი, დაახლოებით 5-6 თვის წინ იყო. ელექტროშკი სახლში არ არის. ვფიქრობ, მანქანაში იქნებოდა. რამე  კონკრეტული საფრთხე არ უხსენებია“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

ამასთან, ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ მის შვილს სახლიდან გასვლის დროს მუქი ფერის ზედა ეცვა. ამასთან, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მის შვილს მანქანაში პოვნის დროს თეთრი ფერის ზედა ეცვა.

„ჩემმა მეზობლებმა ნახეს, სახლიდან რომ გადიოდა და თქვეს, რომ ეცვა შავი. მე ვიცი, რომ თეთრი ეცვა, როცა მანქანაში იპოვეს. ფოტოებშიც ჩანს, რომ თეთრი აცვია“, – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

“ჩემს თვალზე ცრემლს თუ დაინახავდა, გიჟდებოდა ხოლმე… თავს არ მოიკლავდა, არ გამიმეტებდა ასე” – გარდაცვლილი პროგრამისტის დედა “ფორტუნასთან” საუბრობს

ცნობისთვის, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, მამუკა ჭელიძეს ხვდებიან.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება 29 ივლისს გადაეცა ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტს. მანამდე ბაჩალიაშვილის საქმეს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები