LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გთხოვთ, მაქსიმალურად თავი შეიკავოთ ავტომობილებით გადაადგილებისგან: მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მიმართავს

291
ვიქტორ წილოსანი

თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი, ვიქტორ წილოსანი მოქალაქეებს მოუწოდებს – თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან.

„დღეს მოიხსნა რიგი შეზღუდვები, შესაბამისად, გაიზრდება მობილობა და ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, ველოდებით საცობებს. ამიტომ გთხოვთ, მაქსიმალურად თავი შეიკავოთ ავტომობილებით გადაადგილებისგან,“ – წერს წილოსანი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, დედაქალაქში სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა, თუმცა შეზღუდვების მოხსნა მუნიციპალურ ტრანსპორტს არ შეჰხებია, რის გამოც, მოქალაქეები კვლავ საკუთარი მანქანით ან ტაქსის მეშვეობით გადაადგილდებიან.

magti 5g