LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუბაზ სანიკიძემ “დემოკრატიული მოძრაობა” დატოვა

168
ea795b498f63719c08ca55cb66517104_thumb

გუბაზ სანიკიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიულ მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ გუბაზ სანიკიძის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია დაპირისპირების შესახებ მართალი არ არის. გუბაზ სანიკიძეს სურს, რომ დამოუკიდებელი იყოს პარტიისგან და ეს გადაწყვეტილება მან მიიღო“, – აცხადებს პრესსამსახური.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ სანიკიძის გარიცხვის საკითხი პარტიის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ დააყენა, რასაც პარტიის მმართველი რგოლის სხვა წევრებიც დაეთანხმნენ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ბოლო პერიოდში გუბაზ სანიკიძის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიმპათიებს გამოხატავს და აცხადებს, რომ „ხალხს მიშა ენატრება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g