გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ ფორტუნას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით, გუდამაყრის ხეობაში, ხანძრის ადგილზე დამატებითი ქვეითი ძალების შეყვანა გახდა საჭირო. გადაწყვეტილება ღამით ქარის ამოვარდნის გამო მიიღეს. ადგილზე 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
გუდამაყრის ხეობაში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩდა.