LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდამაყრის ხეობაში ხანძრის ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება

89
ტყის ხანძარი2

გუდამაყრის ხეობაში ხანძრის ღია კერები ამ ეტაპზე არ ფიქსირდება, თუმცა ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მონიტორინგის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. რთული რელიეფური პირობების გამო ხანძრის ადგილზე სახანძრო მანქანებით მისვლა ვერ ხერხდება, ამიტომ მეხანძრეებს ცეცხლის ქრობა სპეციალური აღჭურვილობით უწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები