LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაური ზამთრის სეზონს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით შეხვდება

84

გუდაურში წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგაც კურორტს, თავის ისტორიაში პირველად, წყლის საკმარისი დებეტი ექნება.

გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველ ფაზას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით  ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

სამუშაოების განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსია გამოყოფილი. პროექტი 2016 წლის ნოემბერში დასრულდება.

დაბა გუდაურში საკურორტო სეზონის დადგომისთანავე  სასმელი წყლის მიწოდება ფერხდებოდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად მოწესრიგდება გუდაურის წყალმომარაგების ქსელის ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები და 7 000 – ზე მეტი ტურისტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაესწრო.

დიმიტრი ქუმსიშვილს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა გიორგი კობერიძემ მიაწოდა.

magti 5g