LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში ხელოვნური ტბა მოეწყობა

326

მომავალ წელს გუდაურს ხელოვნური წყალსაცავი ექნება.

ხელოვნური ტბა კურორტზე წყალმომარაგების პრობლემას მოაგვარებს და ხელოვნურ გათოვლიანებას უზრუნველყოფს.

როგორც “ფორტუნასთან” მთის კურორტების განვითარების პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამთა იაშაღაშვილმა განაცხადა, ტენდერი ხელოვნური ტბის მოწყობასთან დაკავშირებით ზამთარში გამოცხადდება. სამუშაოების დაწყება კი გაზაფხულიდან დაიწყება.

”გუდაურში წყლის პრობლემა იყო. გარდა იმისა, რომ ეს მოსახლეობას უქმნიდა დისკომფორტს, ხელოვნურ გათოვლიანებასაც აფერხებდა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გაერთიანებული წყალკანალი ამ პრობლემას მომავალ წელს მოაგვარებს”, – განაცხადა მან ”ფორტუნასთან”.

პროექტისთვის დაახლოებით, 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

როგორც ”ფორტუნას” ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს დეტალური წინასაპროექტო სამუშაოები, იმის დასადგენად თუ სად შეიძლება ტბისთვის წყლის რესურსის მოძიება.

 

mazda magti 5g