გუდაურში მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი გამთენიისას ე.წ. ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მოკლეს.
მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ინციდენტში მონაწილე პირები სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით მოკლული მამაკაცი, ასევე მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე საქართველოს მოქალაქეები არიან.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის ჩამდენი პირი დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.