LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში საშობაო უფასო კონცერტზე ნინო ქათამაძე, „კახაბერი და ხანუმები“ და „თეატრალურის კვარტეტი“ იმღერებენ

172

6 იანვარს ახალ გუდაურში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დამსვენებლებისთვის გრანდიოზული უფასო კონცერტი გაიმართება.

ნინო ქათამაძე & „ინსაითი”, „კახაბერი და ხანუმები”, „თეატრალურის კვარტეტი“ შობის დღესასწაულს ღია ცის ქვეშ ქართველ და უცხოელ მსმენელთან ერთად შეხვდებიან.

ღონისძიების მიზანია გუდაურში დანერგოს მასშტაბური გასართობი აქტივობების სერია, რომელიც დამსვენებელს საშუალებას მისცემს დღისით სრიალის შემდეგ, ღამეც ჰქონდეს გართობის ალტერნატივა.

ღონისძიება 20:00-ზე დაიწყება და შუაღამემდე გასტანს. კონცერტზე დასწრება უფასოა.

სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 2 000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ზონაა საქართველოში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს.

კონცერტის ორგანიზატორია დეველოპერული კომპანია “რედ-კო”, სწორედ მის ტერიტორიაზე გაიმართება საშობაო კონცერტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები