LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში უკრაინელი პარაპლანისტი გარდაიცვალა – დაშავებულია ტურისტიც

651
გარდაიცვალა

უკრაინის მოქალაქე გარდაიცვალა. პარაპლანის პილოტი იმ დროს დაიღუპა, როცა ტურისტს ასეირნებდა.

უკრაინელი მამაკაცი საქართველოში ამ ბიზნესით წლების განმავლობაში იყო დაკავებული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ინციდენტი უამინდობამ გამოიწვია, პარაპლანი კლდეს შეეჯახა.

30 წლის პილოტმა თავის არეში დაზიანებები მიიღო.

ტურისტი მსუბუქად დაშავდა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ფორტუნას “ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 116 -ე  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g