კონსტიტუციურ პროექტზე რიგგარეშე სხდომის მიმდინარეობისას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. რასაც პარლამენტში ხმაური და რეპლიკები მოჰყვა.
“აქ კონცერტი არ არის, დატოვეთ დარბაზი”,-ასე მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაისმა რეპლიკაც: „გუგავა მოვა”.
შეგახსენებთ, ექვსთვიანი ხმაურიანი განხილვების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მიღებულია. დოკუმენტმა 117 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, მათ შორის ორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არაა.