გუგეშაშვილს ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული, თავდასხმის დროს გარდაცვლილი კი მისი შვილია.
“დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს – 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში,” – აცხადებენ შსს-ში.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაბენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე “სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.