LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუკა რჩეულიშვილი ნაცემია, სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი, აქვს სისხლჩაქცევები“ – ადვოკატი

244
გუკა რჩეულიშვილი

გუშინ, 13 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანპნპროექტის წინააღმდეგ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ გუკა რჩეულიშვილი ნაცემია და, სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი. ადვოკატის თქმით, გუკა რჩეულიშვილი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავეს.

„სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი. აქვს სისხლჩაქცევები. დაკავება მოხდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ის იყო მშვიდობიანი დემონსტრანტი.

პოლიციას მიმართავდა, ერთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, არ იძალადოთ ხალხზე და ა.შ. როდესაც შეითრიეს, რამდენიმე ადამიანი ურტყამდა. ეს არის სისტემური დანაშაული. ეს არ არის პოლიციელთა ინდივიდუალური გადაცდომა.

პირდაპირი გეგმაა, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის წინა რიგებმა დააკავონ და შიდა რიგები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამას ვხედავთ ახლაც და წინა დღეებშიც“, – განუცხადა ადვოკატმა რადიო „თავისუფლებას“.

ბექა ბასილაიას განცხადებითვე, გუკა რჩეულიშვილის ცემის ფაქტზე უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე შსს-ს გენერალურ ინსპექციას.

შსს-ს ცნობით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს

„სპეცრაზმელები ურტყამდნენ, წაქცეულზე სხვადასხვა პოლიციელებმა ფეხზე გადაუარეს.. ახლა იზოლატორშია, ცუდადაა, ექიმს ვითხოვთ“ – აქციაზე დაკავებული გურამ ადამიას ადვოკატი

ვის უთენებდნენ ღამეს გაუგებარია – სამადაშვილს, გვარამიას, მელიას თუ რომანა გოცირიძეს?! ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ, ეს ადამიანები ახორციელებდნენ ძალადობას – კალაძე

magti 5g