LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გული გაფრთხილებთ! – საგანგაშო სიმპტომები, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ: კარდიოქირურგ გიგა ჯანაშიას გაფრთხილება

3105
გიგა ჯანაშია

ვივამედი • Vivamedi კარდიოქირურგის, გიგა ჯანაშიას რეკომენდაციებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სპეციალისტი იმ საგანგაშო სიმპტომების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ:

კითხვაზე, რომელი სიმპტომით მოდიან პაციენტები გვიან, როცა უკვე დრო დაკარგულია, ექიმმა უპასუხა:

„ძალიან ბევრი სიმპტომია, პირველი არის ფეხების შეშუპება. თუ ფეხები გიშუიპდებათ და გრძნობთ უჰაერობას, ძალიან სავარაუდოა, რომ თქვენ გულის დაავადება გაქვთ და მიმართეთ ექიმს..“

კითხვაზე: რა არის ის ერთი ფრაზა, რომელიც პაციენტმა არ უნდა თქვას – „გამივლის“, „წნევას შევეჩვიე“ თუ „ჯერ ახალგაზრდა ვარ“, ექიმმა უპასუხა:

„ამ სამი ფრაზიდან სამივე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ვერცერთს ვერ გამოარჩევ, არაფერი თავისით არ გაგივლის, წნევასაც ვერ შეეჩვევი და ისეთ გადაგვარებას გამოიწვევს შენს ორგანიზმში, რომ აუცილებლად საოპერაციო გახდები, თუ გაგიმართლა და მიხვედი ოპერაციამდე. დაავადებისთვის ასაკს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს დაბინძურებული და აგრესიული გარემოს გამო..“

„ხშირად ჩვენი ორგანიზმი წინასწარ გვაძლევს ნიშნებს, როცა რაღაც რიგზე ვერ არის. კარდიოლოგიური პრობლემების დროს დროულ რეაგირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, თუ გაწუხებთ: ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში უმიზეზო ქოშინი და ჰაერის უკმარისობა. გულის რიტმის უეცარი დარღვევა მოულოდნელი სისუსტე ან თავბრუსხვევა. ფეხების შეშუპება (რაც ხშირად გულის უკმარისობაზე მიანიშნებს) ნუ გადადებთ ვიზიტს ექიმთან! გახსოვდეთ, რომ დროული დიაგნოსტიკა გადამწყვეტია მკურნალობის ეფექტურობისთვის და ხშირად სიცოცხლეს ირჩენს…“- ვკითხულობთ ვივამედი • Vivamedi-ის ვიდეოს აღწერაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g