LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გული მისკდება ხოლმე, როდესაც სკამზე ჩამომჯდარ პაციენტებს ვხედავ, უჭირთ სუნთქვა… ბოლო რამდენიმე კვირა საერთოდ ადგილი არ არის კლინიკაში – ლევან რატიანი

105
BeFunky-collage

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდვითარების ფონზე საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ კვლავ მოუწოდებს და აქვე, მისი კლინიკის მაგალითზე ამბობს, რომ თავისუფალი ადგილები უკვე აღარ არის.

ლევან რატიანი მოქალაქეებს მოუწოდებს გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში ისაუბრა.

„მართალია, სულ ამას ვიძახდით, რომ აუცილებლად გადავრჩებით და დღესაც ამ განწყობაზე ვარ, რომ აუცილებლად გადავრჩებით, მაგრამ ამისთვის გონივრული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. პირველი – ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ.

დამეთანხმებით, ჩვენ ყველას, საბედნიეროდ, გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ სამწუხაროდ, ვარღვევთ ამ სიყვარულის კანონებს.

დღეს რომ მოვდიოდი თქვენთან, უამრავი პაციენტი ვნახე, რომელიც უკვე სკამზე ზის მიმღებ განყოფილებაში, იმიტომ რომ ადგილი არ არის. ბოლო რამდენიმე კვირა საერთოდ ადგილი არ არის კლინიკაში. ხანდახან გული მისკდება ხოლმე, როდესაც სკამზე ჩამომჯდარ პაციენტებს ვხედავ, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, უჭირთ სუნთქვა. რამ გამოიწვია ეს? ბევრი კითხვის ნიშანი არ არსებობს – გამოიწია ჩვენმა დაუდევრობამ, ერთმანეთის გაუფრთხილებლობამ“, – განაცხადა ლევან რატიანმა “იმედის დღეში”.

შეგახსენებთ დღის კოვიდსტატისტიკას:  8 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 4 348, ხოლო გარდაიცვალა — 74 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g