LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულიკო ჩაფიძემ ქართულ მედიცინაში ეპოქა შექმნა“ – პრემიერი ექიმისა და მეცნიერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

144
ირაკლი კობახიძე (1)

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ექიმისა და მეცნიერის, გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ირაკლი კობახიძის სამძიმარშია აღნიშნული, გულიკო ჩაფიძემ ქართულ მედიცინაში ეპოქა შექმნა.

„მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული ექიმისა და მეცნიერის, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო.

ქალბატონმა გულიკომ მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მედიცინაში. იგი ერთნაირი თავდადებით და წარმატებით ემსახურებოდა როგორც პრაქტიკულ მედიცინას, ისე სამკურნალო მეცნიერების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.

ასევე ნახეთ

სამწუხარო ინფორმაცია „ფორტუნას“ ჩაფიძის გულის ცენტრში დაუდასტურეს.

სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი გულიკოს ოჯახს, ახლობლებს და მთელ სამედიცინო საზოგადოებას“. – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

ცნობისთვის, ქართველი ექიმი, მეცნიერი გულიკო ჩაფიძე, გუშინ, 20 მაისს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები