LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა

941
გულიკო ჩაფიძე

93 წლის ასაკში ცნობილი ექიმი, კარდიოლოგი, აკადემიკოს გულარნა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია „ფორტუნას“ ჩაფიძის გულის ცენტრში დაუდასტურეს.

გულიკო ჩაფიძემ სამედიცინო მოღვაწეობა 1954 წლიდან დაიწყო, სხვადასხვა პერიოდში, იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი; მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი.

1997 წელს გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრს მიენიჭა სწორედ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელი. 1994-2014 წლებში იყო ამავე ცენტრის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი. 2011 წლიდან დღემდე კი ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი.

მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ღირსების ორდენის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის მფლობელი.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

გულიკო ჩაფიძის ცხოვრების ტრაგედია: „უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, მაგრამ ცა ჩამომექცა… ამას თუ ცხოვრება ჰქვია, ვცხოვრობ…“

“ყოველდღე მოჰქონდა ყვავილები…იცოდა, რომ ძალიან მიყვარდა” – გულიკო ჩაფიძე მეუღლეზე

“9 წლის მანძილზე, ჩემი მეუღლე ყოველ დილას და საღამოს, შვილის საფლავზე იყო” – გულიკო ჩაფიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები