LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყოველდღე მოჰქონდა ყვავილები…იცოდა, რომ ძალიან მიყვარდა” – გულიკო ჩაფიძე მეუღლეზე

493
BeFunky-collage - 2022-10-24T000022.920

ცნობილი კარდიოლოგი, გულიკო ჩაფიძე გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” პირად ცხოვრებაზე საუბრობს.

გულიკო ჩაფიძე აღნიშნავს, რომ მეუღლე სამედიცინო უნივერსიტეტში გაიცნო.

“სამედიცინო უნივერსიტეტში ერთ კურსზე ვიყავით. ყოველდღე ვხვდებოდით, ერთად ვიყავით. რატომღაც გარეგნობითაც გვამსგავსებდნენ ერთმანეთს. მეკითხებოდნენ ვიყავით თუ არა და-ძმა. ყოველდღე მოჰქონდა ყვავილები, იცოდა, რომ ძალიან მიყვარდა. შეეძლო ქუჩაში პატარა თაიგული მოეწყვიტა და ის მოეტანა. ასეთი თვისება შვილებსაც ჰქონდათ, სულ პატარა რომ მოდიოდა ბაღიდან, ქუჩაში ყვავილს მოწყვეტდა და მეტყოდა, დედა მე შენ ყვავილი მოგიტანე”, – საუბრობს გულიკო ჩაფიძე.

 

ამავე თემაზე:

გულიკო ჩაფიძის ცხოვრების ტრაგედია: „უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, მაგრამ ცა ჩამომექცა… ამას თუ ცხოვრება ჰქვია, ვცხოვრობ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები