LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მან შეძლო ტკივილზე გამარჯვება სულიერი ფერისცვალებით, რწმენითა და ღვთის შეწევნით“ – საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

211
2024-05-23_22-59-04_309633

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ექიმის, კარდიოლოგისა და აკადემიკოსის გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო.

სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი აქვეყნებს.

,,ვემშვიდობებით გამორჩეულ ქალბატონს, რომელმაც თავისი პრაქტიკული და მეცნიერული მიღწევებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დიდი მემკვიდრეობაც დატოვა; მან მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და მათ იმედად და ნუგეშად ექცა. იგი ხშირი სტუმარი იყო საქართველოს საპატრიარქოსი და პირადად მეც მასთან წლების მანძილზე ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ქალბატონი ანა-გულიკო მაგალითია ჭირსა შინა გაუტეხლობისა. მისი ცხოვრება, ერთის მხრივ, იყო მუდმივი წარმატება, მეორეს მხრივ, დიდი განსაცდელებით სავსე გზა. მან შეძლო ტკივილზე გამარჯვება სულიერი ფერისცვალებით, რწმენითა და ღვთის შეწევნით.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დაამკვიდროს, წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს და ახლობლების, მეუღლის, შვილებისა და შვილიშვილის ხილვით გაახაროს”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები