LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ შეიძლება ბევრი სითხე: როგორ ვიმკურნალოთ სწორად სახლის პირობებში

763
xcvbnbvcx

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ექიმები მაქსიმალურად გვესაუბრებიან ვირუსის სიმპტომებსა და მკურნალობის წესებზე. ექიმი ნანა მესხი კორონავირუსის სიმპტომებსა და  გამკლავების გზებზე საუბრობს და სოციალურ ქსელში სიმპტომებისა და გამკლავების წესებზე გვიყვება.

”ძალიან ბევრი ადამიანი, ნაცნობი, მეზობელი, მწერს დაბნეული. არ იცის, როგორ მოიქცეს და გადავწყვიტე ყველა დეტალი, რაც მნიშვნელოვანია დავწერო კოვიდ დადებითებისთვის, როგორ უნდა მოიქცნენ სახლში მკურნალობის დროს”.

თავდაპირველად შეგახსენებთ სიმპტომებს ესენია:

  • მთლიანი სხეულისა და კუნთების ტკივილი
  • თვალების წვა და ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • გულის რევის შეგრძნება ან პირღებინება
  • ფაღარათი
  • სურდო ან იშვიათად გაჭედილი ცხვირი
  • წვა შარდვისას
  • მაღალი ტემპერატურა
  • ყელის სიმშრალე ფხაჭვნა ან ტკივილი

ეს არასრული ჩამონათვალია, რადგან დროდადრო მეტი სიმპტომები ჩნდება. ესენია, სისხლჩაქცევები უმეტესად ბავშვებში კანზე. ასევე, გამონაყარი და ყურების დაგუბება.

დაინფიცირების მე 4 დან მე 8 დღემდე გრძელდება მეორე ანუ ანთების ფაზა, რომელსაც შემდეგი სიმპტომები ახასიათებს.

  • გემოს და სუნის შეგრძნების დაკარგვა
  • დაღლილობის შეგრძნება უმნიშვნელო მოძრაობისას
  • ტკივილი გულმკერდის არეში ან თირკმლის არეში

შეეცადეთ, არ აგერიოთ დაღლილობის შეგრძნება სუნთქვის უკმარისობაში. დაღლილობისას, ადამიანი  მარტივ მოძრაობას ასრულებს და მაშინვე იღლება. ხოლო, სუნთქვის უკმარისობის დროს, მჯდომარე მდგომარეობაშიც კი აღინიშნება ქოშინი ჩასუნთქვა – ამოსუნთქვის გაძნელება.

მე9 დღიდან, მესამე ფაზა იწყება, ანუ გამოჯანმრთელების ფაზა, რომელიც მე-14 დღემდე გრძელდება. როგორც ირკვევა კორონავირუსის PH მერყეობს 5.5 დან 8.5 მდე. ”მჟავა ტუტოვანი თანაფარდობას ორგანიზმში ეწოდება PH”.  მჟავის და ტუტეს სწორი პროპორციისას სისხლის ph უნდა იყოს ოდნავ ტუტოვანი 7.3 ანუ კოვიდის დროს ჩვენი წონასწორობა ირღვევა და მიდის გამჟავებისაკენ. ამ დიაპაზონის ნებისმიერი გადახრა იწვევს, მრავალ დაავადებას და არასასურველ გამოვლინებას. ამიტომ, სასურველია ვიკვებოთ ალკანილური საკვებით.

ასეთი ხილის მაგალითებია:

  • ბანანი. ლაიმი PH 9.5
  • ყვითელი ლიმონი ph 8.2
  • ავოკადო ph. 15.6
  • მანდარინი ph 8.5
  • ფორთოხალი ph 9.2
  • ანანასი ph 12.7

რაც შეეხება ქმედებებს, რომელიც ყველამ იცის, მაგრამ შეიძლება დაიბნეს და ვერ შეასრულოს ან არასწორედ შეაფასოს მდგომარეობა.

ხშირად გაიზომეთ სიცხე. მინიმუმ დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ. როგორ ვიქცევით თუ, 38-ზე ნაკლები დაგვიფიქსირდება, 38.0. არ ვიღებთ სიცხის დამწევ საშუალებებს. მხოლოდ, თბილ სითხეებს ვსვამთ და ისევ ვაკონტროლებთ სიცხეს.

თუ ტემპერატურა 38-ზე მაღალია, მივიღებთ სიცხის დამწევ პრეპარატს ”პარაცეტამოლი” ან მისი შემცველი კომერციული დასახელების პრეპარატებს. თუ 4 დღის განმავლობაში ტემპერატურა 38-ზე მეტი დაფიქსირდება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ფილტვის ქსოვილში იწყება ანთებითი ცვლილებები. (მაგრამ არც ეს არის საპანიკო) საჭირო ხდება, ოჯახის ექიმთან დაკავშირება, რომელიც გადაწყვეტს რენტგენი გჭირდებათ თუ კომპიუტერული ტომოგრაფია.

თუ ექიმი ჩათვლის, რომ თქვენ კოვიდ ინფექციასთან ერთად შეიძლება გქონდეთ ბაქტერიული ინფექციაც, ამ შემთხვევაში დაგინიშნავთ ანტიბიოტიკს. მინდა კარგად გაიაზროთ, რომ კოვიდ 19 ვირუსის დროს და ნებისმიერი ვირუსის დროს ანტიბიოტიკების მიღება მითუმეტეს თვითნებურად დაუშვებელია, რადგან ანტიბიოტიკი ებრძვის ბაქტერიას და არა ვირუსს.

ანტიბიოტიკებს იღებს ის კოვიდ ინფიცირებული, ვისაც კოვიდთან ერთად ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკი უჩნდება. ამას მხოლოდ ექიმი აფასებს და წყვეტს.
შემდეგი საკითხი ეხება, სითხეების მიღებას. ძალიან მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში მიიღოთ 1.5 დან 2.5 ლიტრამდე სითხე, მაგრამ არ იგულისხმება ალკოჰოლი, გაზიანი ან შაქრიანი სასმელები ან თუნდაც ენერგეტიკული.

კარგი იქნება, სუფთა წყალი, სახლის კომპოტები, ბულიონი.
განსაკუთრებით თუ გაქვთ ფაღარათი, რაც ხშირად ვლინდება კოვიდის დროს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი მეტ სითხეს კარგავს ვიდრე ჩვეულებრივ. ფაღარათის დროს სითხესთან ერთად ელექტროლიტებსაც კარგავთ, რაც შეიძლება შეივსოთ ეგრედწოდებული რეჰიდრონით. ეს არის მინერალების და ელექტროლიტების კომბინაცია. იხსნება ნელთბილ წყალში და საკმაოდ ნორმალური დასალევია.

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ შეიძლება ბევრი სითხე. ამიტომ სასურველია, მიმართოთ ექიმს და კითხოთ, როგორ ჩანაცვლდეს ეს პუნქტი.

შემდეგი და ძალიან მთავარი, ეხება ფიზიკურ აქტივობას ავადობის დროს. თუ გაქვთ, კერძო სახლის ფუფუნება შეგიძლიათ, ისეირნოთ, გაავარჯიშოთ ქვედა კიდურები, რადგან კუნთები ეხმარება ვენებს უკეთ ფუნქციონირებაში. ფიზიკური აქტივობა მსუბუქი ვარჯიში სისხლის შედედებას უშლის ხელს. ასევე, თრომბოემბოლიის და თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკა გამოგივათ. კარგია თუ, კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთებთ ანალიზს სახელად “კოაგულოგრამა”, რაც აჩვენებს სისხლის და თრომბოციტების მდგომარეობას, რომლებიც სისხლის შედედების პროცესში მონაწილეობენ. თუკი კოაგულოგრამაში გამოჩნდება ცვლილებები, რაც ამ ვირუს ხშირად ახასიათებს, ექიმი თრომბოასპირინის მიღებაზე მოგცემთ რეკომენდაციას, მაგრამ თქვენით თუ არ გაქვთ სამედიცინო განათლება ნუ მიიღებთ პრეპარატს.

ბოლოს.. თავის სიმშვიდისათვის, რომ ვაკონტროლოთ სისხლში ჟანგბადის შემცველობა, არსებობს ასეთი სახელწოდების ხელსაწყო ”სატურატორი”. პულსოქსიმეტრი იყიდება აფთიაქებში, რომელსაც თითზე გაიკეთებთ და დაეწერება, თქვენი სუნთქვა რამდენად შეესაბამება ნორმას.
ნორმა ასე მერყეობს:
95-99% დიაპაზონში შეგიძლია მშვიდად იყოთ.
94 დან ქვემოთ, 85 თუ დაინახავთ და ამ დროს სუნთქვის უკმარისობაც აღგენიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ კლინიკას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები