LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულისტკივილით ვემშვიდობებით მას“ – საქართველოს სამარიტელთა კავშირი კოლეგის, ირინა კლდიაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება

764
ირინა კლდიაშვილი

საქართველოს სამარიტელთა კავშირის გუნდი განცხადებას ავრცელებს ირინა კლდიაშვილის გარდაცვალების გამო და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს:

„ირინა კლდიაშვილის ხელმღვანელობით სსკ ერთიან და ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა. მისი სიკეთე, გულისხმიერება, პროფესიონალიზმი და სამშობლოს სიყვარული გადამდები აღმოჩნდა თითოეული ჩვენგანისთვის.

ირინას ერთგულებამ საქმის მიმართ წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ ჩვენს პარტნიორებსა და ბენეფიციარებზეც.

ვიზიარებთ ირინას ოჯახის მწუხარებას და გულისტკივილით ვემშვიდობებით მას. ღმერთმა გაანათლოს მისი სული“.

ირინა კლდიაშვილი გახლავთ ცნობილი კომპოზიტორის, რევაზ ლაღიძის შვილიშვილი და კულტურის ყოფილი მინისტრის, გოკა გაბაშვილის მეუღლე…

magti 5g