LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულწრფელად გეუბნებით, ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული, სიტყვა შესრულებული იქნება“ – ნიკა გვარამია პრეზიდენტს შეხვდა

158
სალომე ზურაბიშვილი და ნიკა გვარამია

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრა დახურული იყო, შესაბამისად, გვარამიას დეტალებზე არ უსაუბრია და არც ის უთქვამს აპირებს თუ არა პრეზიდენტი პრემიერობის კანდიდატი, არჩევნებამდე დაასახელოს.

„ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება, ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის და ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის, ამ ქვეყანაში არსებობს“ – სალომე ზურაბიშვილი

გვარამიას თქმით, პრეზიდენტი უფრთხილდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, მისი გამოსვლები იმდენად პოლიტიკური არ არის, რამდენადაც ემოციური და ისტორიული:

„ნებისმიერ ვითარებაში, როგორც ქარტიის ხელმომწერები ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა, რაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული, ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული.

„პრემიერობის კანდიდატურა მყავს შერჩეული, ამ ნიშნით – პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მგონია ყველასთვის მისაღები“ – პრეზიდენტი ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით, დღეიდან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს

პრეზიდენტი უფრთხილდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, მისი გამოსვლები იმდენად პოლიტიკური არ არის, რამდენადაც ემოციური და ისტორიული, რაღაცნაირად დროთა კავშირს კრავს სალომე ზურაბიშვილი, პირველი რესპუბლიკის და დამოუკიდებელი საქართველოსი, მას ამის უფლება აქვს, მეტიც, მგონია, რომ მოვალეობაც“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას.

გამოყენებულია დარო სულაკაურის ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g