LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუმბათში რძის საწარმო მოეწყო, სადაც 3 სახეობის ყველი მზადდება

117
shutterstock-1081524269

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში, რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ი/მ ვალერი კახაძემ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნა.

საწარმოში ჯამურად 500,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 170,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დარჩენილი თანხა ბენეფიციარის და საერთაშორისო ორგანიზაცია Mercycorp-ის ინვესტიციაა.

საწარმოში დღეში საშუალოდ 7-8 ტონა რძეს გადაამუშავებენ და ამზადდება სამი სახეობის ყველი: ქარხნული, სულგუნი და იმერული.  გადამმუშავებელ საწარმოში 24 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები