ცნობილი შეფმზარეული, გურამ ბაღდოშვილი მათ, ვისაც ძალიან უჭირს, ცხელი წვნიანით გაუმასპინძლდება. ამის შესახებ მისი რესტორნის ოფიციალურ გვერდზე შესაბამისი პოსტი უკვე განთავსდა.
როგორც “ჩვენი”-ს “ფეისბუქ”-გვერდზე წერენ:
“ველოდებით სოციალურად დაუცველებს და ვისაც უჭირს, რომ ცხელი წვნიანით დავაპუროთ
ასევე შეგიძლიათ მოხვიდეთ და თქვენ წაუღოთ თუ იცნოᲑთ ვინმეს.
ქილა და პარკი გამოიყოლეთ.
მისამართი: ჭოროხის 8; რესტორანი “ჩვენი” პლეხანოვზე”.