LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გურამ დოჩანაშვილი, როგორც ყველა გენიოსი, თავისთვის ჩუმად ცხოვრობს…”

473
guramdochanashvilinewsjl

სასულიერო პირი ლუკა ლისელი ფალავანდიშვილი გურამ დოჩანაშვილთან სტუმრობის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ზეადამიანთან იყო სტუმრად, რომელიც თავისთვის ჩუმად ცხოვრობს, როგორც ყველა გენიოსი.

“დღეს დილას ვესტუმრე, ადამიანს, უფრო სწორედ ზეადამიანს, რომელმაც ბევრი ქართველის ცნობიერების ფორმირებაში მიიღო მონაწილეობა. ესე უბრალოდ, როგორც ყველა გენიოსი, თავისთვის ჩუმად ცხოვრობს, თუმცა იმ დიდი მოღვაწეთა უკანასკნელი მოჰიკანია, ვინც თავის სიჩუმით ყველაზე ხმამაღლა მოგვიწოდა სათნოებისა და სიყვარულის ძიებაში არ დავღლილიყავით, “ლოდი ნასაყდრალივით” იჯდა სპეტაკი “სამოსელი პირველი”, ეს ხომ მისი გონის ნაყოფებია, რომელიც უმაღლეს სათნოების საფეხურზეა დაკრეფილი და ჩვენთვის, მოკვდავთათვის გასაგებ ენაზე ნათარგმანები. მადლობა ღმერთს რომ ის აქ, ჩვენთან, ჩვენს ეპოქაში მოავლინა, სიყვარულის საქადაგებლად”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g